понедельник, 15 декабря 2008 г.

დღესასწაულები და ადათ-წესები

პროექტის სახელი: დღესასწაულები და ადათ-წესები;
პროექტის მთავარი იდეა: საქართველოს ნებისმიერი კუთხე ცნობილია ხალხური ადათ-წესებით. ტრადიციებით, რიტუალებითა და დღესასწაულებით (საქორწინო, სამგლოვიარო, საყოფაცხოვრებო და მისთანები). მოსწავლეებმა მოიძიონ და შეკრიბონ ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხის წეს-ჩვეულებები და ტრადიციები (დღესასწალებსა და ადათ-წესებზე).
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეისწავლიან და გაეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის წეს-ჩვეულებებს, ყოფა-ცხოვრებას,და ტრადიციებს. რითაც გაიღრმავებენ სიყვარულს სხვადასხვა კუთხის, კულტურის შესახებ, ჩაიწერენ და შეკრებენ წინაპართა გამოცდილების რჩევებსა და დარიგებებს. მოახდენენ მათ შედარებას დღევანდელობასთან.
პროექტის მიზნები : მოსწავლეები შეძლებენ სხვადასხვა კუთხის ადათ–წესების შესწავლასა და დახასიათებას. განასხვავონ სხვადასხვა კუთხის ადათ-წესები. ანალიზის , სინთეზის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
მონაწილეთა ასაკი: X-XI კლასის მოსწავლეები
ვადები/ხანგრძლიოვობა: ხუთი კვირის განმავლობაში.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ჩვენი ქვეყნის დღესასწაულებისა და ადათწესების ჩანაწერები, ფოტომასალა, მოძიებული მასალა დახარისხდება, მოხდება ვიდეო, აუდიო და ფოტო მასალების პრეზენტაცია, გამოფენების მოწყობა, ჩანახატები, ექსკურსიები. მოძიებული მასალა გამოქვეყნდება ბლოგზე .
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პროექტორი, კომპიუტერი, საგამოფენო არე, მარკერები. ციფრული ფოტოაპარატი, ციფრული ვიდეოკამერა, კომპიუტერი, პროექტორი, აუდიო ჩამწერი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): პროექტის იდეის, მიზნებისა და ვადების გაცნობა.
• ჯგუფებად დაყოფა და დავალებების გადანაწილება.
• კონკრეტული დავალების შესაბამის ვადებში შესრულება და ანგარიშის წარმოდგენა.
• ჯგუფების ეტაპობრივად შემოწმება, შესრულებული დავალებების ანალიზი, დისკუსია და დამატებითი მითითებების, რჩევების მიცემა, საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდეთ დამატებითი ინსტრუქტაჟი (მაგ. ისტ საშუალებების ეფექტურად გამოყენების მიზნით).
• მოძიებული მასალის დახარისხება.
• საბოოლოო შეჯერება და აუდიტორიისათვის წარდგენა.
• თითოეული ჯგუფი წარადგენს თავიანთ მიერ მოძიებულ მასალას აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის სახით, აგრეთვე ისტ-ის მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები შექმნიან ბლოგს, სადაც განათავსებენ მოძიებულ ფოტო, ვიდეო, აუდიო და სხვა მასალებს
• შეფასება მოხდება ჯგუფურად იმის მიხედვით, თუ როგორ იყო მუშაობის პროცესში ჩართულობა და წვლილი.

მეათე-მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები გაიყოფიან ჯგუფებად. პირველ ეტაპზე თითოეული ჯგუფი შერჩევის მეთოდით აირჩევს საქართველოს სხვადასხვა კუთხეს.
მეორე ეტაპზე მოსწავლეთა ჯგუფები დაგეგმავენ გასვლით ექსკურსიას შერჩეული კუთხეების მიხედვით. დათვალიერებენ საქართველოს ულამაზეს სხვადასხვა კუთხეეებს და ამავდროულად მოიპოვებენ ინფორმაციას შესაბამისი კუთხის ადათ-წესების, დღესასწაულების შესახებ. გაესაუბრებიან ამ კუთხის უხუცეს წევრებს, შეაგროვებენ და მოიპოვებენ სხვადასხვა მასალებს.. ხელნაკეთ ნამუშევრებს, ფარდაგებს, გადაიღებენ ფოტომასალებს.
მესამე ეტაპზე კი ყველა ჯგუფი გაუზიარებს თავიანთ შეხედულებებს ერთმანეთს, შეაჯერებენ თავიანთ აზრებს, მოაწყობენ გამოფენებს, ჩანახატებს. თითოეული ჯგუფი გააკეთბს კავშირს ძველსა და ახალ დღესასწაულებსა და ადათ-წესებს შორის.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია. ხელოვნება, ისტ.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
ხათუნა მარკოზაშვილი; ხათუნა ლორთქიფანიძე ; მარეხი ნათენაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
khatunalort@gmail.com; khatunamarkozashvili@gmail.com; marekhinatenadze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: khatunalort1.blogspot.com